Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაავათისუფლონ ხუთი


ირანი მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაავათისუფლონ ხუთი ირანელი,

ირანი მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაავათისუფლონ ხუთი ირანელი,
რომლებიც შეერთებული შტატების ჯარებს ჰყავთ დაკავებული ერაყში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოჰამად-ალი ჰოსეინიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული ირანელები საკონსულო საქმიანობას ეწეოდნენ. "ამერიკელებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ხუთი ირანელი და გადაიხადონ კომპენსაცია ზარალისთვის, რომელიც მათ ირბილში ჩვენს ოფისს მიაყენეს," თქვა ჰოსეინიმ. ერაყში შეერთებულ შტატების სამხედო სარდლობა იტყობინება, რომ ირანელები, რომლებიც ხუთშაბათს დააკავეს ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული სამხედრო რეიდისას, ირანის რევოლუციური არმიის წევრები არიან. ეს ორგანიზაცია, სამხედროთა თანახმად, ერაყში მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უწევს დახმარებას და იარაღით ამარაგებს მათ.

XS
SM
MD
LG