Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია იმუქრება, რომ კვლავ წამოიწყებს


ბელორუსია იმუქრება, რომ კვლავ წამოიწყებს რუსეთთან ენერგიის თაობაზე დავას,

ბელორუსია იმუქრება, რომ კვლავ წამოიწყებს რუსეთთან ენერგიის თაობაზე დავას,
რომელიც მხარეების თქმით, გასულ კვირაში მოაგვარეს. პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ანდრეი კაბიკოუმ ორშაბათს სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ ბელორუსიამ შეიძლება რუსეთს გადასახადი დაუწესოს სამხედრო ქონებისა და სხვა რამისთვის. მისი გამოსვლა პასუხი იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებაზე, რომ რუსეთი ეკონომიკურ დახმარებას შეუმცირებს ბელორუსიას.

XS
SM
MD
LG