Accessibility links

დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, უზბეკეთში უშიშროების


დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, უზბეკეთში უშიშროების სამსახურის მუშაკებმა დააპატიმრეს გულბაჰორ ტურაევა

დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, უზბეკეთში უშიშროების სამსახურის მუშაკებმა დააპატიმრეს გულბაჰორ ტურაევა
- ანდიჟანელი ექიმი და უფლებადამცველი. საინფორმაციო სააგენტო "ფერგანა.რუ"-ს ცნობით, ტურაევა კვირას დააპატიმრეს უზბეკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე. მას წაყენებული აქვს უზბეკეთში აკრძალული პოლიტიკური ლიტერატურის კონტრაბანდის ბრალდება. ტურაევა ერთ-ერთია ქალაქ ანდიჟანის სულ რამდენიმე მკვიდრიდან, რომლებმაც დასავლეთის მასმედიაში გაავრცელეს ინფორმაცია ანდიჟანის სისხლისღვრაზე 2005 წლის მაისში.
XS
SM
MD
LG