Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა ისრაელის შეიარაღებული ძალების სარდალი


დღეს გადადგა ისრაელის სამხედრო სარდალი გენერალ-ლეიტენანტი დან ჰალუცი, რამაც, მასმედიის თანახმად, "პოლიტიკური მიწისძვრის" როლი შეიძლება ითამაშოს ისრაელში.

ჰალუცმა საკუთარ თავზე აიღო ზაფხულში ლიბანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის წარუმატებლობისთვის. ჰალუცის გადადგომა დაემთხვა ისრაელის პრემიერ-მინისრ ეჰუდ ოლმერტის გარშემო გაჩენილ სკანდალს და ირანთან ურთიერთობების გაუარესებას.

დან ჰალუცი ყველაზე მაღალი რანგის პირია, რომელმაც პასუხისმგებლობა იკისრა ლიბანში ისრაელის არმიის წარუმატებლობისთვის.

ამ კონფლიქტმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ისრაელში, ვინაიდან არმიამ ვერ მიაღწია ორ ძირითად მიზანს: ვერ დაიბრუნა მძევლად აყვანილი ისრაელის ორი ჯარისკაცი და ვერ გაანადგურა შიიტური გასამხედროებული ორგანიზაცია ჰიზბოლაჰი.

ისრაელის კნესეტის წევრმა რეუვენ რივლინმა ასე შეაჯამა მრავალი ისრაელის დამოკიდებულება ჰალუცის გადადგომის მიმართ:

[რივლინის ხმა] "შტაბის უფროსმა პასუხისმგებლბა საკუთარ თავზე აიღო და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა როგორც შტაბის უფროსს."
ახლა საკითხავი ისაა, თუ რამდენად იმოქმედებს ჰალუცის გადადგომა სკანდალებით მოცული პრემიერ-მინისტრის, ეჰუდ ოლმერტის პოლიტიკურ კარიერაზე და რა გავლენას მოახდენს ისრაელის იმიჯის შელახვა ქვეყნის პოზიციაზე რეგიონში განსაკუთრებით ახლა, ირანთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე.

მოუსმინეთ ისრაელის პოლიტიკურ ანალიტიკოსს იოსი მეკელბერგს, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ლონდონში ესაუბრა:

[მეკელბერგის ხმა] "პოლიტიკური თვალსაზრისით ეს დიდი ამბავია. ვინაიდან ისრაელის საზოგადოებაში არმიის სარდალს ცენტრალური ადგილი უკავია. ჰალუცი იხდის საზღაურს ისრაელის სისუსტთი, მარცხისთვის სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით. ერთია, სწორია ეს თუ არა, მაგრამ ამის შედეგად ასეთია ისრაელის იმიჯი: როგორც დასუსტებული სახელმწიფოსი."

პრემიერ-მინისტრ ოლმერტის გარშემო სკანდალი კორუფციას უკავშირდება. ჰალუცის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის პროკურატურამ გამოძიების ორდერი გასცა იმის დასადგენად, თუ რა როლს თამაშობდა ოლმერტი 2005 წელს ისრაელის სიდიდით მეორე ბანკის პრივატიზაციაში. ოლმერტი მაშინ ისრაელის ფინანსთა მინისტრი იყო.

ჰამასის წარმომამდგენელმა მუშრ ალ-მასრიმ ოთხშაბათს ღაზის სექტორში ჟურნალსიტებთან შეხვედრაზე თქვა:

[ალ-მასრის ხმა] "ოლმერტის წინააღმდეგ გამოიძიება ფინანსური სკანდალია, ჰალუცის გადადგომა კი სამხედრო მარცხია. ასე რომ, ისრაელის მთავრობა დაეცა მორალურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც. ეს ადასტურებს, რომ სიონისტური მთავრობა სუსტია. ჩვენი ხალხი უნდა გაერთიანდეს და უფრო აქტიურად გააგრძელოს წინააღმდეგობა და ჯიჰადი, ვინაიდან ამას მიღეწევები და მტრის განადგურება მოჰყვება."

მაგრამ მეკელბერგის აზრით, ისრაელის მოწინააღმდეგეებმა არ უნდა იჩქარონ და არ უნდა დაასკვნან, რომ ოლმეტრის პოლიტიკური დასუსტება მათ სარგებელს მოუტანს:

[მეკელბერგის ხმა] "ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ სუსტი ლიდერი უფრო მეტ ძალას გამოიყენებს, ვიდრე ძლიერი ლიდერი. უმეტეს შემთხვევებში მშვიდობას ამყარებენ ძლიერი და არა სუსტი ლიდერები. სუსტი ლიდერები, რომლებიც ძლიერების ჩვენებას ცდილობენ, სამხედრო ძალას გამოიყენებენ."

ჰალუცი შტაბის უფროსის თანამდებობაზე დარჩება მანამდე, სანამ არმიის ახალ სარდალს დანიშნავენ.
XS
SM
MD
LG