Accessibility links

ევროპის კავშირი არ ხსნის ემბარგოს


ევროპის კავშირი არ ხსნის ემბარგოს ჩინეთისთვის იარაღის მიწოდებაზე,

ევროპის კავშირი არ ხსნის ემბარგოს ჩინეთისთვის იარაღის მიწოდებაზე,
სანამ იქ არ გაუმჯობესდება ვითარება ადამიანის უფლებების სფეროში. როგორც პეკინში ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა ევროკომისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა, ევროპის კავშირს სურს აგრეთვე, რომ ჩინეთმა რატიფიკაცია გაუკეთოს გაეროს შეთანხმებას სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. "ჩვენ გვსურს აგრეთვე, მომსწრე ვიყოთ ყველა იმ პატიმრის გათავისუფლებისა, რომლებიც ტიანანმენის მოედანზე მომხდარი მოვლენების დროს დააპატიმრეს და გვინდა გაუქმდეს შრომის გზით გამოსწორების სისტემა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია და იმედი გვაქვს, ამ სფერში წარმატების მომსწრე გავხდებით, ეს სასარგებლო იქნება," თქვა ფერერო-ვალდნერმა. ჩინეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო შემოღებულ იქნა მას მერე, რაც 1989 წელს ხელისუფლებამ სისხლში ჩაახრო პეკინში, ტიანანმენის მოედანზე გამართული დემონსტრაციები.
XS
SM
MD
LG