Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა


რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და გელა ბეჟუაშვილმა

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და გელა ბეჟუაშვილმა
ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. სატელეფონო საუბარი რუსეთის მხარის ინიციატივით, გაიმართა და სერგეი ლავროვმა გელა ბეჟუაშვილს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ, ელჩისა და დიპლომატიური მისიის თანამშრომლების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქართველოს მხარე მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. საქართველოში რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალიოვს დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა საქართველოში მის გამგზავრებამდე. "სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. ამასთან, გასული წლის ნოემბერში მე და საქართველოს პრეზიდენტი შევთანხმდით, მივიღოთ ზომები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", თქვა პუტინმა.

XS
SM
MD
LG