Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პარლამენტმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრის


ყირგიზეთის პარლამენტმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფელიქს ყულოვის დამტკიცებაზე.

ყირგიზეთის პარლამენტმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფელიქს ყულოვის დამტკიცებაზე.
კენჭისყრის წინ ოპოზიციის ლიდერმა, აზიმბეკ ბეკნაზაროვმა ყულოვს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა. "შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, თქვენს კანდიდატურას უარყოფენ. სიმამაცე გამოიჩინეთ და აღიარეთ, რომ არ შეგიძლიათ პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულება. აღიარეთ, რომ თავს ვერ ართმევდით მათ უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუკი მოხსნით თქვენს კანდიდატურას. მოიქეცით, როგორც ადამიანს შეჰფერის!" - თქვა ბეკნაზაროვმა. ყულოვის კანდიდატურა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა წარმოადგინა. პრეზიდენტს უფლება აქვს, ხელახლა წარმოადგინოს ყულოვის კანდიდატურა. თუკი პარლამენტი სამჯერ უკუაგდებს მას, იგი შეიძლება დათხოვნილ იქნეს. ყულოვი სათავეში ედგა წინა მთავრობას, რომელიც 19 დეკემბერს გადადგა პოლიტიკური კრიზისის დროს.
XS
SM
MD
LG