Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების დემოკრატმა სენატორმა ჰილარი


შეერთებული შტატების დემოკრატმა სენატორმა ჰილარი კლინტონმა დღეს პირველი ნაბიჯი გადადგა

შეერთებული შტატების დემოკრატმა სენატორმა ჰილარი კლინტონმა დღეს პირველი ნაბიჯი გადადგა
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებითვის მზადების გზაზე. გამარჯვების შემთხვევაში კლინტონი შეიძლება გახდეს შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი. 59 წლის კლინტონმა თავის ვებსაიტზე გამოაცხადა, რომ იგი სპეციალურ კომიტეტს შექმნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. "მე ვაცხადებ, რომ ვქმნი სპეციალურ კომიტეტს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. არა მხოლოდ ვაცხადებ ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის შესახებ, მე ასევე ვიწყებ ლაპარაკს შენთან, ამერიკა. თუკი ყველას გვსურს, მონაწილეობა მივიღოთ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა მივიღოთ დისკუსიაში მონაწილეობა. მოდი, ვიმსჯელოთ, როგორ დავასრულოთ ომი ერაყში და როგორ აღვადგინოთ მთელ მსოფლიოში ამერიკის მიმართ პატივისცემა," განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
XS
SM
MD
LG