Accessibility links

logo-print

დღეს სერბიაში საყოველთაო არჩევნები


დღეს სერბიაში საყოველთაო არჩევნები ჩატარდა, პირველად სერბია- ჩერნოგორიის გაყოფის და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.

დღეს სერბიაში საყოველთაო არჩევნები ჩატარდა, პირველად სერბია- ჩერნოგორიის გაყოფის და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
ხმის უფლების მქონე მოქალაქეებმა კენჭი უყარეს ოც პოლიტიკურ გაერთიანებას, ულტრანაციონლისტებსა და პროდასავლურ რეფორმისტებს შორის. სერბიის 250- წევრიან პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს, სულ მცირე ხმის უფლების მქონე თითქმის 7 მილიონი მოქალაქის ხუთპროცენტიანი მხარდაჭერა დასჭირდებათ. იუწყებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა 57 პროცენტმა მიიღო. პივრელი შედენები ხვალისთვისაა მოსალოდნელი. არჩევნების გამოკითხვების თანახმად, დაახლოებით თანაბარი შანსი აქვთ ნაციონალისტურ “სერბიის რადიკალური პარტიას” და პროდასავლურ, პრეზიდენტ ბორის ტადიჩის “დემოკრატიულ პარტიას” , ორივეს 30 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი არაა. გამოკითხვებით, პრემიერ მინისტრის ვოისლავ კოშტუნიცას “სერბიის დემოკრატიული პარტია” მესამე ადგილზეა. მოელიან, რომ ეს პარტია გადაწყვეტს უმრავლესობის ბედს პარლამენტში და მთავრობის შექმნაში, იმის მიხედვით, თუ ვის მიემხრობა. პრეზიდენტმა ტადიჩმა დღეს თქვა ბელგრადში, რომ ის დარწმუნებულია რადიკალურ პარტიაზე თავისი პარტიის გამარჯვებაში.
XS
SM
MD
LG