Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში სხვადასხვა ინციდენტის დროს


დღეს ერაყში სხვადასხვა ინციდენტის დროს 90-მდე ადმიანი დაიღუპა.

დღეს ერაყში სხვადასხვა ინციდენტის დროს 90-მდე ადმიანი დაიღუპა.
ბაღდადის ცენტრში, შიიტების უბანში ბაზარზე პრაქტიკულად ერთდროულად აფეთქდა ორი ბომბი. დაიღუპა სულ მცირე 75 ადამიანი, 150-მდე დაშავდა. პირველი ბომბი სავაჭრო რიგებს შორის იყო, მისი აფეთქების შემდეგვე აფეთქდა მანქანა, რომელიც იქვე იდგა.

ერაყის პრემიერმა ალ მალიკმა ტერაქტებში დაადანაშაულა, როგორც მან უწოდა “ტერორისტებისა და ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის მიმდევრები”. რამდენიმე საათში ქალაქ ხალისში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიხოცა. აშშ-ის არმიის თანახმად, გასულ ორ დღეში ერაყში მისი სამი სამხედრო დაიღუპა. წელს ეს უკვე 47-ე ამერიკელი ჯარისკაცია, რომელიც ერაყში დაეცა.
კვირას ერაყში ჩავიდა აშშ-ის დამატებითი ჯარი, სამი ათასზე მეტი სამხედრო.
XS
SM
MD
LG