Accessibility links

კულტურული ქრონიკა


თბილისის განაშენიანებაზე მსჯელობა დღეს უკვე მოდად იქცა.

დისკუსიაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთაც არქიტექტურისა შეიძლება ბევრი არაფერი გაეგებათ, მაგრამ მაინც არ მალავენ უკმაყოფილებას, უფრო სწორად, არ მალავენ შეშფოთებას მშენებლობის ნამდვილი ბუმის გამო საქართველოს დედაქალაქში. ქალაქის ხელისუფლება და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ასეთ დისკუსიას, როგორც წესი, ერიდებიან...რაც ბუნებრივია, ქალაქის მომავალ სახეზე მსჯელობის დროს, მერიის, ან კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს აუცილებლად კითხავენ, კონკრეტულად ვინ ღებულობს ამა თუ იმ შენობის დანგრევის, ან აშენების გადაწყვეტილებას, შეთანხმებულია თუ არა ეს გადაწყვეტილება სპეციალისტებთან...და საერთოდ, რა ელის დედაქალაქს, განსაკუთრებით მის ძველ უბანს მომავალში

მაგალითად, დისკუსიაში, რომელიც ამ დღეებში გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში თემაზე ”თბილისის ისტორიული ცენტრი: გუშინ-ხვალ”, მიუხედავად შეთანხმებისა, არ დაესწრო ქალაქის მთავარი არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი მანუჩარ მაჩაიძე. საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მესვეურებს მოუხდათ. თბილისის მერიასთან შეთანხმებით ეს ფონდი ამჟამად ანხორციელებს ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და მართვის მოდელს, ამზადებს საკანონმდებლო რეკომენდაციებს. ფონდის იურისტის, მანანა სიმონიშვილის თქმით, მერია ფაქტობრივად დათანხმდა ფონდის ინიციატივას - ძველ თბილისს მიენიჭოს მუზეულ-ნაკრძალის სტატუსი, რაც ქალაქის ცენტრის გადარჩენის განაპირობებს

[მანანა სიმონიშვილის ხმა]30 ”იდეა, რომ ძველი თბილისი გამოყოფილიყო ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად, გაჩნდა ფონდში და მხარდაჭერა ჰპოვა ქალაქის მერის, გიგი უგულავას მხრიდან... დიდი სურვილი მქონდა, რომ ძველი თბილისი ყოფილიყო ქალაქი ქალაქში...ამ ეტაპზე ჩვენ დავკმაყოფილდით, რომ ძველი თბილისი გამოიყოს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად”

მანანა სიმონიშვილის თქმით ამ პროგრამით გათვალისწინებული არ არის, რომ ძველ თბილისს ცალკე ჰყავდეს თვითმართველობა... ანუ ქალაქის ცენტრალურ უბანს ისევ მერიის მიერ დანიშნული გამგებელი გააკონტროლებს. უფრო მეტიც, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის თანამშრომლებმა აგვიხსნეს, ძველი თბილისის გამგებელს განსაკუთრებული უფლებები ექნება. თუმცა თუკი საზოგადოება იაქტიურებს სახელმწიფო პროგრამის წარმატებით განხორციელება მაინც შეიძლება... ასეთი, საკმაოდ ოპტიმისტურია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მესვეურთა განწყობილება. ხელოვნებატმცოდნე მარიკა დიდებულიძე გვახსენებს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას, იმ დროს, როცა ძველი თბილისის, საერთოდ, მთელი ქალაქის განაშენიანება ქაოტურად ხდებოდა

[მარიკა დიდებულიძის ხმა]33.0030 ”მარტო ის, რომ ინვესტორები უკვე ეძებენ იმას, ვინც დასვნას დაუწერს (რაც საერთოდ არ კეთდებოდა) - უკვე რაღაც ცვლილებაა, წინგადადგმული ნაბიჯია...”

ინვესტორების შესახებ ბიოლის ფონდში ბევრი რამ ითქვა... ვინ იძლევა გარანტიას, რომ შენობების ძველ ქალაქსარ დაამახინჯებენ, რას ნიშნავს ისტორიული ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა? ვეკითხებით იურისტს, მანანა სიმონიშვილს

[მანანა სიმონიშვილის ხმა]32.00.10 ”ძეგლთა ნუსხა, რომელიც იყო დამტკიცებული 1985 წელს გაუქმდა. ყველა ამ ძეგლს მიენიჭა ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სტატუსი... ანუ მთლიანი ნუსხა აღარ არსებობს, ეტაპობრივად ხდება ამ ნუსხაში შემავალი ძეგლების განხილვა, ამა თუ იმ ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება”

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიო ბანკის დახმარებით 1997 წლიდან დაიწყო ზემო და ქვემო კალას უბნების დამუშავება და პასპორტიზაცია. ფონდის თანამშრომლები ამაყობენ, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ერეკლე მეორის, შარდენის ქუჩის გაცოცხლებაში... გახსოვთ, ალბათ, როგორი მკვდარი იყო ეს უბანი თუნდაც 10 წლის წინ... ამჟამად აქ გამოიცვალა კომუნიკაციები, შემუშავდა წინადადებები ინფრასტრუქტურის პრობლემების გადასაწყვეტად. დღეს ფონდი თბილისის ტურისტულ მარშრუტსაც ამუშავებს... მარიკა დიდებულიძე შენობებისთვის ძეგლის სტატუსზე მსჯელობისას გვთხოვს, მოვერიდოთ უკიდურესობებს და მსოფლიო გამოცდილება გავიზიაროთ

[მარიკა დიდებულიძის ხმა]32.4.43 ”რაც შეეხება ძეგლის სტატუსის მოხსნას და გასაყიდად გამზადებას. აქ სხვადასხვა აზრი შეიძლება იყოს. მსოფლიო გამოცდილება გვარწმუნებს, რომ დიდი წილი ძეგლის სტატუსში მყოფი შენობისა, კერძო საკუთრებაშია...და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენობები განწირულია დასაღუპავად”

რა მოხდება მაშინ, თუკი ძველი ქალაქის მკვიდრნი დატოვებენ საცხოვრებელს, რომელსაც ვერ უვლიან და თბილისის ისტორიულ ცენტრს ”ახალ ქართველებს” დაუთმობენ - ე.ი. იმას, ვისაც აქვს საშუალება ფაქტობრივად ნანგრევებიდან აღადგინოს ძველი ქალაქი... შეიცვლება თუ არა გარემო, დაკარგავს თუ არა ძველი თბილისი მულტიკულტურულ ხიბლს? - ვეკითხებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დირექტორის მოადგიკლეს, ხელოვნებათმცოდნე მარიკა დიდებულიძეს

[მარიკა დიდებულიძის ხმა]37.00.05 ”არსებობს ასეთი ცნება - ”ჯენტიფიკაცია”, რაც ნიშნავს ახალი, უფრო მდიდარი მოსახლეობის შემოდინებას და მკვიდრი მოსახლეობის თანდათან განდევნას. ეს გარდუვალი პროცესია, მაგრამ აუცილებელია მისი მინიმუმამდე დაყვანა...და რასაც ქვია ქალაქის დაცვა, არის მიუღებელი.. მაგრამ არის პრობლემა - ძველ ქალაქში წარბი მოსახლეობაა, იქ პირობები უარესია... ამიტომ უნდა მოხდეს გამოკვლევები - ბევრი ოჯახი მზადაა გადავიდეს სხვა რაიონში”

და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად გამწვავდება თბილისის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის პროცესში - ძველი თბილისი იქცევა ”ქალაქად ქალაქში”, როგორც აგვიხსნეს სპეციალისტებმა. მაგრამ რა ელის ამ დროს თბილისს, საერთოდ... ხომ არ გაიზრდება დატვირთვა ცენტრზე, როგორც პრესტიჟულ ადგილზე და საბოლოოდ ხომ არ გამოიწვევს ეს თბილისის სხვა უბნების მარგინალიზაციას. ხელოვნებათმცოდნე მარიკა დიდებულიძის თქმით, ამის საშიშროება არსებობს, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება, თუკი ძველის თბილისის რეაბილიტაცია საერთოდ, საქართველოს დედაქალაქის დაგეგმარების ერთ-ერთ ნაწილად აღიქმება

[მარიკა დიდებულიძის ხმა]44.00.45 ”ეს მთლიანად ქალაქის დაგეგმარებაზეა დამოკიდებული...უნდა შემუშავდეს, ე.წ. ”ინტერესის ბირთვი”...მაგალითად, ამერიკელებმა ეხლა ააშენეს საელჩო დიღომში. უცებ ძალიან ბევრმა ინტერესმა იქით გადაინაცვლა... ასეთი ძლიერი მიზიდულობის წერტილები თუ შეიქმნება, ძველი თბილისის აღარ გახდება ერთადერთი, ნაკლებად შეესევიან...


XS
SM
MD
LG