Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა


ჯორჯ ბუშმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა ერაყში ახალი სტრატეგიის მხარდაჭერისაკენ,

ჯორჯ ბუშმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა ერაყში ახალი სტრატეგიის მხარდაჭერისაკენ,
რადგან ეს, ახალი გეგმა, რომელიც ერაყში დამატებით 21 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს, ბუშის შეფასებით, წარმატების ყველაზე დიდ შანსს იძლევა. ამ და სხვა საკითხებზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ილაპარაკა წლიურ მიმართვაში “ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”, რომლითაც კონგრესის წინაშე გამოვიდა. [ბუშის ხმა] “ჩემო თანამოქალაქენო, მე და ჩვენმა სამხედრო სარდლებმა გულმოდგინედ ავწონ-დავწონეთ ყველა შესაძლებლობა, განვიხილეთ ყველა შესაძლო მიდგომა. ბოლოს მოქმედების ეს კურსი ავირჩიე, რადგან ის იძლევა წარმატების საუკეთესო შანსს. ამ დარბაზში ბევრს ესმის, რომ ამერიკამ ერაყში არ უნდა განიცადოს მარცხი, რადგან გესმით, რომ მარცხს მძიმე და შორსმიმავალი შედეგები ექნება". ბუში თავის გამოსვლაში კიდევ რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ბირთვული პროგრამებით გამოწვეული უთანხმოებების დიპლომატიის გზით მოგვარების მიზანშეწონილობასა და გლობალური კლიმატური ცვლილებების პრობლემას.
XS
SM
MD
LG