Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა გააკრიტიკა აშშ-ის გეგმა, ანტისარაკეტო სისტემები განათავსოს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა გააკრიტიკა აშშ-ის გეგმა, ანტისარაკეტო სისტემები განათავსოს
პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე. აშშ-ის განმარტებით, ეს სამხედრო ობიექტები საჭიროა იმ საფრთხის გამო, რომელსაც ირანი და ჩრდილოეთი კორეა ქმნიან. მაგრამ ივანოვს ეს არგუმენტი არადამაჯერებლად მიაჩნია: [ივანოვის ხმა] “ამის პასუხად ჩვენ ვამბობთ - ვიცით რა, სინამდვილეში როგორია ვითარება - რომ ვერც ჩრდილოეთ კორეის და ვერც ირანის რაკეტები, უბრალოდ, ვერ ჩაფრინდებიან მოცემულ რეგიონამდე, რადგან ისინი ბუნებაში არ არსებობს. ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა - ვის წინააღმდეგ კეთდება ეს სისტემა?” ივანოვმა დასძინა, რომ ირანი და ჩრდილოეთი კორეა ვერც მომავალში შექმნიან რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსიც ევროპას მიწვდებოდა.
XS
SM
MD
LG