Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს განიხილავს


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს განიხილავს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას.

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს განიხილავს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას.
წინასწარი ცნობით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტოები, მათ შორის “პრაიმ-ნიუსი” ავრცელებენ, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ყურადღებას გაამახვილებს 2006 წლის 13 ოქტომბერს აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესრულებაზე. ამ რეზოლუციით, ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა არ უნდა დაარღვიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ადრე დადებული შეთანხმება და თავი უნდა შეიკავონ პროვოკაციული რიტორიკისაგან. საუბარი შეეხება ათიოდე დღის წინ გაეროს გენერალური მდივნის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ მოხსენებასაც, რომელშიც ბან კი მუნმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების გამო.
XS
SM
MD
LG