Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ პარლამენტს


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ პარლამენტს წარუდგინა

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ პარლამენტს წარუდგინა
ბაღდადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი გეგმა. ალ-მალიქის სიტყვებით, ეს წინადადებები ავსებს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სტრატეგიას, რომელიც ერაყში ამერიკის ჯარების გაძლიერებას ითვალისწინებს. შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამ საკითხზე გამოვიდა ერაყის ვიცე-პრეზიდენტი ადილ აბდ ალ-მაჰდიც. მისი თქმით, ბადადში ომის მოგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყანაში ძალადობის შესაწყვეტად. "ჩვენ, როგორც ერაყელები, რა თქმა უნდა ვმუშაობთ ბაღდადში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმაზე. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან გეგმამ ახალი კონტურები შეიძინა. თუკი ბაღდადში ომს მოვიგებთ, ვფიქრობ, შევძლებთ მთელ ვითარებაში გარდატეხის შეტანას," თქვა ალ-მაჰდიმ.
XS
SM
MD
LG