Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეს


შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეს საქართველოში შეჰქონდა

შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეს საქართველოში შეჰქონდა
რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი ურანი, რომელსაც ქართველების დახმარებით ჰყიდდნენ. როგორც სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დამნაშავეების გამოვლენა აგენტების საშუალებით ურანის შესყიდვის მეთოდით მოხერხდა. რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინცაგოვი და სამი დამხმარე პოლიციამ თბილისში, 2006 წლის 1 თებერვალს დააკავა. უტიაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულებმა გასული წლის 31 იანვარს საქართველოს ტერიტორიაზე 100 გრამი ურანის შეტანა მოახერხეს. 1 გრამი ურანის ღირებულება 10 ათასი დოლარია. უტიაშვილის თქმით, სასამართლომ ხინცაგოვს 8 წლით, ხოლო მასთან ერთად დაკავებულ 3 ქართველს - 3 და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაცია საქართველოში გამდიდრებული ურანის გაყიდვის ფაქტის აღკვეთის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს საღამოს ,,ნიუ-იორკ ტაიმსმა’’ და ,,ასოშეითიდ პრესმა’’ გამოაქვეყნეს.
XS
SM
MD
LG