Accessibility links

logo-print

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს,

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს,
რომ ავღანეთში თალიბანის მხრიდან მოსალოდნელ შეტევას გაზრდილი ძალისხმევით დაუპირისპირდებიან. ეს საჯარისო ნაწილების რაოდენობის გაზრდასაც ითვალისწინებს, მინისტრების შეკრება ბრიუსელში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ნატოს წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, შემდეგი განცხადებით გამოვიდა: [აპატურაის ხმა]: ”ალიანსის მოკავშირეები გაზრდიან სამოქალაქო, სამხედრო, და ეკონომიკურ ძალისხმევებს, გააღრმავებენ დაფინანსებას, გაზრდიან წარგზავნილ მისიებს - როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო თვალსაზრისით - რათა დახმარება აღმოუჩინონ სამხედრო და სამოქალაქო წვრთნების პროგრამებს, და ადგილზე მყოფი საჯარისო ნაწილები გაზარდონ”. ჯეიმს აპატურაის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები დადებითად შეხვდნენ შეერთებული შტატების წინადადებას, რომ ორი წლის განმავლობაში ოპერაციებისთვის თითქმის 11 მილიარდ ამერიკულ დოლარს გამოყოფს.
XS
SM
MD
LG