Accessibility links

logo-print

გაეროს საგანგებო წარმომადგენელი კოსოვოს სამომავლო


გაეროს საგანგებო წარმომადგენელი კოსოვოს სამომავლო სტატუსის შესახებ

გაეროს საგანგებო წარმომადგენელი კოსოვოს სამომავლო სტატუსის შესახებ
რეკომენდაციების გამოცხადებას იწყებს. მარტი აჰტისაარი ამ მიზნით ვენაში, დახურულ კარს მიღმა ხვდება ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს. გაეროს წარმომადგენელს ნათქვამი აქვს, რომ გეგმაში გათვალისწინებული იქნება უმცირესობათა უფლებების დაცვა - განსაკუთრებით, კოსოვოში მცხოვრები სერბების დაცვა - და ”კოსოვოში მასშტაბური საერთაშორისო სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლობა, უკვე არსებული საერთაშორისო ძალების გაფართოების პირობებში”. 2 თებერვალს აჰტისაარიმ რეკომენდაციები სერბიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, და კოსოვოს ალბანელ პოლიტიკოსებს უნდა წარუდგინოს. სერბიის მხარე აცხადებს, რომ უარყოფს ნებისმიერ წინადადებას, თუკი ის კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას გაითვალისწინებს. აჰტისაარის გეგმა 2 თებერვლის შემდეგ გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG