Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა ერაყიდან


ვაშინგტონში მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის მოთხოვნით. დემონსტრაციის მონაწილეებმა გააკრიტიკეს

ვაშინგტონში მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის მოთხოვნით. დემონსტრაციის მონაწილეებმა გააკრიტიკეს
პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკური კურსი ერაყში და კონგრესს მოუწოდეს, შეწყვიტოს ომის დასაფინანსებელი ფულის გამოყოფა. დემონსტრაციას ესწრებოდნენ ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები, სამხედრო მოსამსახურეების ახლობლები, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, მათ შორის ჯეინ ფონდა და შონ პენი. საპროტესტო აქციაზე გამოხმაურებისას, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-მდივან გორდონ ჯონდროუს განცხადებით, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის გასაგებია, რომ ამერიკელებს სურთ ერაყში ომი დასრულდეს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის მიერ ბოლოხანს წარმოდგენილი სტრატეგია, რომელიც ერაყში მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG