Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ ცხინვალში ათამდე შეიარაღებულმა პირმა


წუხელ ცხინვალში ათამდე შეიარაღებულმა პირმა ოს მილიციელებს ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა სამი მილიციელი,

წუხელ ცხინვალში ათამდე შეიარაღებულმა პირმა ოს მილიციელებს ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა სამი მილიციელი,
იუწყება საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსი". ოსი სეპარატისტების მხარე მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ შეიარაღებული თავდამსხმელები ცხინვალში სოფელ ნიქოზიდან შევიდნენ. ასევე "მედიანიუსის" ცნობით, ცხინვალში მომხდარ თავდასხმაში ქართული მხარის მონაწილეობა გამორიცხა დიდი ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ ვახტანგაშვილმა. როგორც მან უთხრა "მედიანიუსს", სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ადგილობრივ კრიმინალებსა და მილიციას შორის მორიგი ინციდენტი მოხდა. ვახტანგაშვილის ინფორმაციით, გუშინ ცხინვალში ერთ-ერთი მოქალაქის ქორწილი იყო და ქეიფის შემდეგ შემთვრალმა კრიმინალებმა მილიციელებს ცეცხლი გაუხსნეს. იუწყებიან ასევე, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გააძლიერა დანარჩენ საქართველოსთან მოსაზღვრე ყველა საგუშაგო და საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი სეპარატისტების ყველა ძალოვანი სტრუქტურა.
XS
SM
MD
LG