Accessibility links

logo-print

ერაყის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ


ერაყის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ

ერაყის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ
ერაყის და შეერთებული შტატების ძალებმა სულ მცირე ორასი ექსტრემისტი გაანადგურეს. ადმინისტრაციის მტკიცებით, ექსტრემისტები აშურას დღესასწაულის პერიოდში შიიტებზე აპირებდნენ თავდასხმას. კვირას, ქალაქ ნაჯაფთან მომხდარი ბრძოლის მსხვერპლის რაოდენობის დამოუკიდებელ წყაროებთან გადამოწმება არ ხერხდება. გავრცელებული ცნობებით, განადგურებული ექსტრემისტები აქამდე უცნობი ჯგუფიდან - ”სამოთხის არმიიდან” - იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულებს შორის ჯგუფის ლიდერიც არის.ამ ბრძოლის დროს მოკლეს სამი პოლიციელი, ექვსი უგზოუკვლოდ დაიკარგა, 40 დაიჭრა.
ერაყიდან იუწყებიან, რომ სხვადასხვა ინციდენტის დროს 18 ადამიანი დაიღუპა დღეს ბაღდადში. ამავე ცნობით, უნივერსიტეტის სამი პროფესორი და ერთი სტუდენტი გაიტაცეს ბაღდადის ჩრდილოეთში.
XS
SM
MD
LG