Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრინველის გრიპი კვლავ გააქტიურდა


ბაქოში გარდაიცვალა 14 წლის ბიჭი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ფრინველის გრიპით იყო დაავადებული.

მისი საბოლოო დიაგნოზი ჯერჯერობით გაუკვეველია, მაგრამ ფრინველის გრიპი რომ დაბრუნდა, ამაზე უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ინდონეზიაში აღრიცხული შემთხვევები მეტყველებს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 14 წლის აჟდარ ასკაროვი მწვავე პნევმონიით გარდაიცვალა:

[ყადირლის ხმა] "შედეგები უარყოფითია. პაციენტისგან აღებულია სინჯები და მათ ვამზადებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლაბორატორიებში გასაგზავნად. სოფელში და მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეგვინიშნავს გრიპით გარეული და შინაური ფრინველის მასობორივი სიკვდილი."

მაგრამ აზრებაიჯანის ჯანდაცვის სამინსტროს პრესსამსახურის უფროსის, ანარ ყადირლის ეს სიტყვები არ კმარა იმათ დასამშვიდებლად, ვინც შიშობს, რომ ფრინველის გრიპი კვლავ მომძლავრდა.

აჟდარ ასკაროვი ცხოვრობდა აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სალიანის რაიონში, სადაც გასულ წელს ხუთი ადამიანი დაიღუპა ფრინველის გრიპით. მათგან ორი ასკაროვის ნათესავი იყო.

ასკაროვის შემთხვევა ერთ-ერთია მრავალთა შორის, რაც ბოლო ხანებში იქნა აღირცხული. მაგრამ ძირითადად საქმე ეხება ფრინველების დაავადებას.

გასულ კვირაში ევროპის კავშირმა განაცხაა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უნგრეთში გამოჩენილი გრიპი განეკუთვნება მომაკვდინებელ H5N1 ტიპს. რუსეთმა უკვე აკრძალა უნგრეთიდან ფრინველის ხორცის იმპორტი.

23 იანვარს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გააფრთხილა აზიის ქვეყნები, რომ მზად იყვნენ ფრინველის გრიპის ეპიდემიისთვის.

ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის შემდეგ დაავადების შემთხვევებმა იკლო, არის ახალი შემთხვევები ჩინეთში, ჰონკონგში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ინდონეზიასა და ვიეტნამში.

ორშაბათს იაპონიის ჯანდაცვის სისტემის მუშაკმა ოკაიამის პრეფექტურიდან ფრინველის გრიპის მესამე ეპიდემია დაადასტურა. რამდენიმე დღის მანძილზე ოკაიამაში ერთ-ერთ ფერმაში 45 ქათამი დაიხოცა.

[ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლის ხმა] "დღეს დადასტურდა, რომ უკანასკნელ ხანებში ფრინველის სიკვდილი გამოწვეული იყო ფრინველის გრიპის H5N1 ტიპის ვირუსით."

ჯანდაცვის მუშაკებს სწორედ ამ H5N1 ტიპის ვირუსის ეშინიათ ყველაზე მეტად. დღემდე მას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პირველად ეს ვირუსი აზიაში გაჩნდა 2003 წელს. ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ვირუსმა შეიძლება მუტაცია განიცადოს და ამის შედეგად უკვე ადამაინიდან ადამიანზეც შეძლოს გადასვლა. ჯერჯერობით ადამიანები ამ ვირუსით ავადდებოდნენ ავადმყოფ ფრინველთან კონტაქტის შედეგად.

როგორც სალიანის რაიონის ცენტრალურის საავადმყოფოს ექიმი, იბრაჰიმ ჯაფაროვი ამბობს, პრობლემას წარომადგენს ის, რომ რესტორნებს მენიუში ჯერაც აქვთ გარეული ფრინველისგან დამაზადებული კერძები.

[ჯაფაროვის ხმა] "უფრო მეტი პრევენციული ზომა უნდა მივიღოთ. ამაში პრესა უნდა დაგვეხმაროს. დიდი დახმარება იქნება, თუკი ადგილობივი მოსახლეობა შეწყვეტს გარეული ფრინველის ჭამას და პირადი ჰიგიენის ძირითად წესებს დაიცავს. ჩვენი მიზანია, ეს მასმედიაში გავავრცელოთ. ჩვენი მთავარი საფიქრალი ისაა, რომ რესტორნებში ჯერ კიდევ შეიძლება გარეული ფრინველის ჭამა."

მაგრამ თუკი პრევენციული ზომებიც არ გაჭრის, მაშინ დაიწყება ფრინველის მასობრივი განადგურება და ფრინველის ხორცზე აკრძალვის დაწესება, როგორც ეს აზიაში მოხდა გასულ წლებში.
XS
SM
MD
LG