Accessibility links

გადადგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი


გადადგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი.

გადადგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მიიღო პროდასავლური ორიენტაციის მინისტრის გადადგომა. გასული წლის 1-ლ დეკემბერს უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გადააყენა ტარასიუკი, მაგრამ პრეზიდენტმა მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა. მინისტრის გადადგომის ლეგიტიმურობის საკითხს განიხილავენ სასამართლოში, რომლის მორიგი სხდომა 13 თებერვლისთვის არის დანიშნული. ტარასიუკის თქმით, საქმეს შეგნებულად აჭიანურებენ.

XS
SM
MD
LG