Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, ყოველგვარი


საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, ყოველგვარი პირობის გარეშე შეხვდეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, ყოველგვარი პირობის გარეშე შეხვდეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს.
ამის შესახებ დღეს თბილისში ჟურნალისტებს უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, რომლის თქმითაც, აუცილებელია, რომ ეს იყოს შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა და არა კშეხვედრა შეხვედრისთვისკ. ამ განცხადებით ბეჟუაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის შესაბამისად, სერგეი ბაღაფშმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ბეჟუაშვილის განმარტებით, სააკაშვილის და ბაღაფშის შეხვედრის შესახებ ოფიციალური წინადადება საქართველოს მხარეს ჯერ არ მიუღია.
XS
SM
MD
LG