Accessibility links

logo-print

რუსეთის მთავრობა მიემხრო კანონპროექტს, რომელიც


რუსეთის მთავრობა მიემხრო კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უცხოური ინვესტიციების შეზღუდვას

რუსეთის მთავრობა მიემხრო კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უცხოური ინვესტიციების შეზღუდვას
ეკონომიკის "სტრატეგიულად" შეფასებულ დარგებში. ახალი წესები შეეხება გაზისა და ნავთობის, სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს, ისევე როგორც სამხედრო ობიექტებს, ავიაციასა და ატომურ ენერგიას. ბუნებრივი რესურსების მინისტრ იური ტრუტნევის განმარტებით, ნავთობის 10 და გაზის 26 საბადოს მიენიჭება "სტრატეგიულის" კვალიფიკაცია და უცხოელი ინვესტორები ვერ შეძლებენ მათი აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენას. პრემიერ-მინისტრ მიხაილ ფრადკოვის განცხადებით, კანონპროექტის დახვეწაზე მომავალ კვირებში იმუშავებენ.
XS
SM
MD
LG