Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო პრევენციული


საქართველოში ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო პრევენციული ზომები გააძლიერეს,

საქართველოში ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო პრევენციული ზომები გააძლიერეს,
რისი მიზეზიც გახდა ფრინველის გრიპის შემთვევები მეზობელ რუსეთის ფედერაციაში. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს ყველა რაიონში შექმნილია ფრინველის გრიპთან ბრძოლის შტაბები, აღჭურვილი სადეზინფექციო ტექნიკითა და ხსნარით, სპეც-ტანსაცმლითა და სხვა დამცავი საშუალებებით. შტაბებში დაწესებულია სადღეღამისო მორიგეობა, მოქმედებს ცხელი ხაზი. ამ წყაროს ცნობით, საქართველოში მდგომარეობა, ფრინველის გრიპთან მიმართებაში, სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG