Accessibility links

logo-print

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ტარასიუკმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ტარასიუკმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
იქვე, კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პროდასავლური პოლიტიკური კურსის მომხრედ მიჩნეულმა ტარასიუკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მიიღო მისი გადადგომა. ტარასიუკი, რომელიც იუშჩენკოს გუნდის წარმომადგენლად ითვლება, პოლიტიკურ დაპირისპირებაში იყო ჩაბმული პრო-მოსკოვური ორიენტაციის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩთან. გასულ თვეში იანუკოვიჩმა პარლამენტის მხარდაჭერა მიიღო ტარასიუკის გადაყენების საკითხში, მაგრამ ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩებოდა პრეზიდენტის მხარდაჭერის შედეგად.
XS
SM
MD
LG