Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში 80-ზე მეტი ადამიანი


დღეს ერაყში 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად.

დღეს ერაყში 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად.
მარტო ქალაქ ჰილაში ხალხმრავალ ბაზარზე მომხდარმა აფეთქებამ 57 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა ბაღდადის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად. დღესვე ნაღმსატყორცნიდან გაუხსენს ცეცხლი სუნიტებით დასახლებულ ადამიას რაიონს. დაიღუპა სულ ცოტა ერთი ადამიანი. დღეს მოხდა ახალი სამხედრო შეტაკებებიც. შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ ამერიკის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა პროვინცია ანბარში მიღებული ჭრილობების შედეგად. ანბარი სუნიტი მეამბოხეების დასაყრდენია.

XS
SM
MD
LG