Accessibility links

ღაზის სექტორში ზავის მიუხედავად კვლავ


ღაზის სექტორში ზავის მიუხედავად კვლავ მოხდა შეტაკებები პალესტინელთა დაჯგუფებებს,

ღაზის სექტორში ზავის მიუხედავად კვლავ მოხდა შეტაკებები პალესტინელთა დაჯგუფებებს,
ჰამასსა და ფათჰს შორის. ჰამასის მებრძოლებმა დღეს ნაღმსატყორცნის ცეცხლი გაუხსნეს ფათჰის ხელმძღვანელის, პალესტინის ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის უშიშროების სამსახურების სატვირთო მანქანებს. დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 30 ადამიანი. ჰამასის თანახმად, სატვირთო მანქანებში ისხდნენ მოძრაობა ფათჰის შეიარაღებული მეომრები. თავის მხრივ ფათჰი აცხადებს, რომ მანქანებით ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდათ. მანამდე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ჯარების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად 3 პალესტინელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG