Accessibility links

logo-print

ირანში 1979 წლის რევოლუციის 28-ე


ირანში 1979 წლის რევოლუციის 28-ე წლისთავი აღინიშნება. დღეს დაიწყო ათდღიანი საზეიმო ცერემონია,

ირანში 1979 წლის რევოლუციის 28-ე წლისთავი აღინიშნება. დღეს დაიწყო ათდღიანი საზეიმო ცერემონია,
რომელსაც "გარიჟრაჟის ათი დღე" ეწოდება. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თქვა, რომ დღესასწაულის პერიოდში იგი გამოაცხადებს სასიხარულო ამბავს ქვეყნის ბირთვულ პროგრამაში მიღწეული წარმატებების შესახებ. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები გამოთქვამენ ეჭვს, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. დეკემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ ირანს დაუწესა შეზღუდული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს მისი ბირთვული პროგრამის დამუხრუჭებას.
XS
SM
MD
LG