Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის


საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერებების

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერებების
გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის თანამშრომლობას ითვალისწინებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ამ საკითხში ორი ქვეყანა აქამდეც თანამშრომლობდა. ამ თანამშრომლობის მაგალითია ერთი წლის წინ თბილისში დაკავება რუსი მოქალაქისა, რომელიც გამდიდრებული ურანის გაყიდვას ცდილობდა. როგორც ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, ახალი ხელშეკრულებით ამ სფეროში თანამშრომლობის ფორმალიზება მოხდა.
XS
SM
MD
LG