Accessibility links

logo-print

ცნობილ პოლიტოლოგ ნიკოლაი ზლობინის აზრით


ცნობილ პოლიტოლოგ ნიკოლაი ზლობინის აზრით, ვახტანგ კიკაბიძეა რუსეთში საქართველოს ელჩობის იდეალური კანდიდატი.

ცნობილ პოლიტოლოგ ნიკოლაი ზლობინის აზრით, ვახტანგ კიკაბიძეა რუსეთში საქართველოს ელჩობის იდეალური კანდიდატი.
აშშ-ში მოღვაწე რუსი ექსპერტი, აშშ-ის “საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის” დირექტორი ამბობს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მთავარი პრობლემაა უნდობლობა და დაძაბულობის განსამუხტად საჭიროა არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. ზლობინს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსული საზოგადოება კიკაბიძეს თბილად მიიღებდა, რომ არც ერთ რუსს ენა არ მოუბრუნდება, გალანძღოს ვახტანგ კიკაბიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩიხში მოექცევა, თუკი საქართველოს ელჩად კიკაბიძე გააგზავნის. როგორც საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსი” იუწყება, ვახტანგ კიკაბიძე უკვე გამოეხმაურა ამ ინიციატივას - აღნიშნა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას.
XS
SM
MD
LG