Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში გაურკვეველი ვადით გადაიდო საფეხბურთო


იტალიაში გაურკვეველი ვადით გადაიდო საფეხბურთო მატჩების გამართვა.

იტალიაში გაურკვეველი ვადით გადაიდო საფეხბურთო მატჩების გამართვა.
ამის მიზეზი პარასკევს, სიცილიის ქალაქ კატანიაში მომხდარი პოლიციელის მკვლელობა გახდა. პოლიციელი სიცილიური გუნდების - კატანიასა და პალერმოს - გულშემატკივრებს შორის მომხდარ ჩხუბს შეეწირა. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელს მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეუგდეს. ძალადობის შედეგად დაახლოებით 100 ადამიანია დაშავებული. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ, ლუკა პალკალიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაგეგმილი არც ერთი მატჩი აღარ გაიმართება, ხოლო ძალადობის აღკვეთის მიზნით ”სერიოზული და გადამწყვეტი” ზომები იქნება მიღებული. თამაშების გაუქმებას მიესალმა იტალიის პრემიერ მინისტრი, რომანო პროდი. გავრცელებულ განცხადებაში პროდი ამბობს, რომ ”სპორტის გადაგვარება” აუცილებლად უნდა აღიკვეთოს.
XS
SM
MD
LG