Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პოლიტიკური ლიდერები სერბებს, და


ევროპის პოლიტიკური ლიდერები სერბებს, და კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ ალბანელებს,

ევროპის პოლიტიკური ლიდერები სერბებს, და კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ ალბანელებს,
მოუწოდებენ პასუხისმგებლობით მოეკიდონ კოსოვოს სამომავლო სტატუსის შესახებ გაეროს წარმომადგენლის, მარტი აჰტისაარის მიერ შემუშავებულ გეგმას. შეერთებული შტატები ამ გეგმას ”სამართლიანს, და დაბალანსებულს” უწოდებს. გეგმა, რომელიც აჰტისაარიმ გუშინ ბელგრადში და პრიშტინაში წარადგინა, კოსოვოს საერთაშორისო ინსტიტუტებში გაწევრიანების უფლებას ანიჭებს - თუმცა სიტყვა ”დამოუკიდებლობას” არ ახსენებს. სერბიის ლიდერებმა გეგმა უარყვეს - განაცხადეს, რომ ის კოსოვოს დამოუკიდებლობის მოპოვების პერსპექტივას აძლევს. კოსოვოს ალბანელი ლიდერები კი გეგმას მიესალმნენ.
XS
SM
MD
LG