Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღდადში


ირანმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღდადში გაიტაცეს ირანის საელჩოს მეორე მდივანი

ირანმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღდადში გაიტაცეს ირანის საელჩოს მეორე მდივანი
ჯალალ შარაფი და რომ ირანი მისი სიცოცხლისთვის პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს. ამ ინფორმაციით, შარაფი კვირას გაიტაცეს პირებმა, რომელთაც ერაყის თავდაცვის სამინისტროსთან აქვთ კავშირი. როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება ერაყში ირანის ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით, ეს ინციდენტი აშშ-ის პრეზიდენტ "ბუშის განკარგულების ჩარჩოებში" მოხდა. გასულ თვეში ბუშმა პირობა დადო, რომ ბოლო მოეღება ირანიდან ერაყში მეამბოხეების ხელშეწყობას. ცნობილია ინციდენტზე ამერიკის მხარის გამოხმაურებაც: აშშ-ის სამხედრო პრეს-მდივნის თქმით, ამ ინციდენტში არ არიან გახვეული ამერიკელი ჯარისკაცები, ან მათ წინაშე ანგარიშვალდებული ერაყელები.
XS
SM
MD
LG