Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს


აშშ-ის სენატში რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს დებატები რეზოლუციაზე,

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს დებატები რეზოლუციაზე,
რომელიც უარყოფითად შეაფასებდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გეგმას ერაყში დამატებით 21 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. წინადადებამ დებატების ორშაბათს დაწყების შესახებ ვერ მიიღო აუცილებელი 60 ხმა 100-ადგილიან სენატში. შეთავაზებული რეზოლუცია, რომელსაც დემოკრატიული პარტიის წევრი სენატორები და რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორიც ემხრობა, უარყოფდა ბუშის გეგმას დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის თაობაზე, მაგრამ არ ექნებოდა კანონის ძალა.
XS
SM
MD
LG