Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ევროპას მოუწოდა, წარადგინოს


ირანმა ევროპას მოუწოდა, წარადგინოს იმის დამამტკიცებელი მასალა,

ირანმა ევროპას მოუწოდა, წარადგინოს იმის დამამტკიცებელი მასალა,
რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მართლაც მილიონობით ებრაელი იქნა მოკლული. როგორც ირანის სახელმწიფო მედია ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, უწინარეს ყოვლისა, ავსტრიამ, გერმანიამ და პოლონეთმა უნდა წარადგინონ ჰოლოკოსტის დამატასტურებელი მასალები. პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს არაერთხელ გამოუთქვამს შეფასება, რომ მითად და არა ისტორიულ ფაქტად მიაჩნია ჰოლოკოსტი - ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის წლებში 6 მილიონამდე ებრაელის გაჟლეტა.
XS
SM
MD
LG