Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არქეოლოგებმა გათხრა დაიწყეს იერუსალიმში


ისრაელის არქეოლოგებმა გათხრა დაიწყეს იერუსალიმში, ტაძრის მთასთან,

ისრაელის არქეოლოგებმა გათხრა დაიწყეს იერუსალიმში, ტაძრის მთასთან,
რომელიც იუდეველებისთვისაც და მუსლიმანებისთვისაც გამორჩეული მნიშვნელობის რელიგიური კომპლექსია. არქეოლოგიური სამუშაოს მიზანია ანტიკური არტეფაქტების მიკვლევა, ვიდრე დაიწყებოდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტაძართა კომპლექსისაკენ მიმავალ გზაზე. გათხრის დაწყებას პალესტინელების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ისმაელ ჰანიამ, საუდის არაბეთში გამგზავრებამდე, პალეტსინელებს მოუწოდა, შეეცადონ არქეოლოგიური გათხრების შეჩერებას იმ ადგილას, სადაც მუსლიმანთა ერთ-ერთი მთავარი სალოცავი, ალ-აყსას მეჩეთია აღმართული. [ჰანიას ხმა] “მაშინ, როცა ჩვენ წმინდა მექაში მივემგზავრებით, ისრაელის ოკუპანტების ბულდოზერები მიეშურებიან ძველ ქალაქში, ლომის ჭიკართან მდებარე კედლის დასანგრევად. მოვუწოდებ მთელს ჩვენს პალესტინელ ხალხს, გაერთიანდნენ და დაიცვან ალ-აყსას მეჩეთი და ყველა წმინდა ადგილი პალესტინის კურთხეულ მიწაზე”. პალესტინელების რელიგიური ლიდერების რწმენით, არქეოლოგიური პროექტი საფრთხეს უქმნის არქიტექტურული კომპლექსის საძირკველს.
XS
SM
MD
LG