Accessibility links

logo-print

ევროკავშირის უმაღლესი რანგის დელეგაცია კიევს


ევროკავშირის უმაღლესი რანგის დელეგაცია კიევს ეწვია, ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ უკრაინის მისწრაფებაზე მოსალაპარაკებლად.

ევროკავშირის უმაღლესი რანგის დელეგაცია კიევს ეწვია, ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ უკრაინის მისწრაფებაზე მოსალაპარაკებლად.
პრეზიდენტმა იუშჩენკომ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, მიიღო გერმანიის - ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის - საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და პორტუგალიის ევროპის საკითხების მინისტრი, მანულ ლობო ანტუნიეში. ამ ეტაპზე ევროკავშირი მიზანშეწონილად მიიჩნევს უკრაინასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცებისაკენ მიმართული ხელშეკრულების გაფორმებას და არა მის სრულუფლებიან წევრად მიღებას. შტაინმაიერის განცხადებით, ახალ ხელშეკრულებაზე სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკება, შესაძლოა, მარტში დაიწყოს.
XS
SM
MD
LG