Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი


საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ,

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ,
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა და მისმა თურქმა კოლეგამ ოთხშაბათს საღამოს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ,,ეს არის გეოპოლიტიკური გადატრიალება’’, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს პარლამენტში, მაგისტრალის მშენებლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე, რომელსაც ზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ერდოგანი ესწრებოდნენ. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებით ევროპის ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ტვირთების თურქეთში და შემდგომ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ჩატანის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. პროექტი 422 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული, თანმხლები ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით კი მისი განხორციელებისთვის 600 მლნ დოლარი დაიხარჯება.


XS
SM
MD
LG