Accessibility links

logo-print

პარიზში დაიწყო სასამართლო პროცესი ფრანგული


პარიზში დაიწყო სასამართლო პროცესი ფრანგული სატირული ჟურნალის, "შარლი ებდოს" წინააღმდეგ,

პარიზში დაიწყო სასამართლო პროცესი ფრანგული სატირული ჟურნალის, "შარლი ებდოს" წინააღმდეგ,
რომელმაც წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები დაბეჭდა. ჟურნალს და მის დირექტორს ბრალად ედებათ ადამიანთა ჯგუფის საჯაროდ ცილისწამებაში მათი რელიგიური მრწამსის გამო. დანიაში გამოქვეყნებულმა ამ კარიკატურებმა გასულ წელს მთელ მსოფლიოში გამოიწვია სკანდალი. "რაღა დაგვრჩენია, თუკი ტერორისტების დაცინვაც აღარ შეგვეძლებაო", იკითხა სასამართლო პროცესზე ფრანგული ჟურნალის დირექტორმა ფილიპ ვალმა. ჟურნალის ადვოკატმა სასამართლო განაცვიფრა მხარდაჭერის წერილით შინაგან საქმეთა მინისტრ ნიკოლა სარკოზისგან.

მიმომხილველთა აზრით, ეს საქმე კიდევ ერთხელ მიუთითებს ბუნდოვანებაზე სიტყვის თავისუფლებასა და რელიგიურ შეუწყნარებლობას შორის.

XS
SM
MD
LG