Accessibility links

logo-print

კოსოვოს ჯერარშემდგარი “პრეცედენტი” და საქართველოს კონფლიქტები


თავის დროზე კოსოვოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან რუსეთის პრეზიდენტმა დააკავშირა.

ამის შემდეგ არაერთ წამყვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან საერთაშორისო ფიგურას მოუხდა იმის განმარტება, რომ კოსოვოს შემთხვევა არის უნიკალური და რომ მისი შესაძლო დამოუკიდებლობა ვერ იქცევა პრეცედენტად სხვა კონფლიქტების მოგვარებისთვის. გაერო ცდილობს სიფრთხილე გამოიჩინოს და მკვეთრად არ განსაზღვროს კოსოვოს სტატუსის საკითხი. რამდენიმე დღის წინ გაეროს საგანგებო წარგზავნილმა კოსოვოს საკითხებში მარტი აჰტისაარიმ ბელგრადსა და პრიშტინას კოსოვოს მომავალთან დაკავშირებით თავისი წინადადებები წარუდგინა. არსებული ინფორმაციის თანახმად, აჰტისაარის წინადადებები ერთგვარი შუალედური ვარიანტია და კოსოვოს საბოლოო სტატუსს არ განსაზღვრავს. თუმცა შეთავაზებულ ვარიანტში კოსოვოს სახელმწიფოებრიობის არაერთი მნიშვნელოვანი ნიშანი მოიაზრება. თებერვლის შუა რიცხვებში მხარეები გაეროს წარმომადგენელს თავის მოსაზრებებს გააცნობენ და ამის შემდეგ წინადადებათა პაკეტი გაეროში შევა განსახილველად. პუტინის განცხადება თავის დროზე ნიშნის მოსაგებად გაკეთდა, თუმცა, როცა საქმე საქართველოში არსებულ კონფლიქტებს ეხება, “კოსოვოს (ჯერარშემდგარი) პრეცედენტი” ბევრს მაინც გარკვეული სიფრთხილით განაწყობს. რუსეთის ინტერესი დევს როგორც საქართველოს კონფლიქტებში, ასევე კოსოვოსთან დაკავშირებულ პროცესებში. სწორედ ამ თემით დაიწყო ნინო გელაშვილმა საუბარი კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან და სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელ ანდრო ბარნოვთან:
XS
SM
MD
LG