Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში, თოთხმეტი სენატორისგან


შეერთებულ შტატებში, თოთხმეტი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა

შეერთებულ შტატებში, თოთხმეტი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა
სენატს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს სამომავლო გაფართოებას, და ალიანსში იმ დემოკრატიული ქვეყნების მიღებას, რომლებიც მზად არიან ალიანსის წევრობის პასუხისმგებლობა იკისრონ. წერილში, რომელიც კანონპროექტს თან ერთვის, სენატორი რიჩარდ ლუგარი აცხადებს, რომ კანონპროექტში გამოთქმულია მოწოდება, ნატოში დროულად გაწევრიანდნენ ალბანეთი, ხორვატია, საქართველო და მაკედონია. ლუგარი უკმაყოფილოა იმით, რომ ნატოს საქართველო ჯერ კიდევ არ დაუშვია გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - იმავე MAP-ის - სტადიაზე. სენატორის თქმით, საქართველომ ”მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება სურს, და გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ქვეყანა ბევრს მუშაობს”. რიჩარდ ლუგარი საქართველოს გეო-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, და სეპარატისტულ რეგიონებზეც საუბრობს - ამბობს, რომ ამ რეგიონებს მოსკოვი უჭერს მხარს. რიჩარდ ლუგარის აზრით, თუკი უწინ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად ტერიტორიასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდებოდა, ახლა ამ პროცესს არა თბილისის, არამედ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები აბრკოლებს.
XS
SM
MD
LG