Accessibility links

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატები


თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატები არ აპირებს ირანთან

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატები არ აპირებს ირანთან
ომის დაწყებას. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, გორდონ ჯონდროემ, ამით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის უპასუხა. ხამენეიმ დღეს განაცხადა, რომ თუ ირანზე თავდასხმა განხორციელდება, ქვეყანა შეერთებული შტატების ობიექტებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით საპასუხო იერიშს მიიტანს. ხამენეის ეს განცხადება დაემთხვა ირანში 350 კილომეტრის რადიუსზე მოქმედი რაკეტის გამოცდას. გორდონ ჯონდროემ ხამენეის განცხადებას ”უმიზეზო” უწოდა, და განაცხადა, რომ ირანის ლიდერი ამგვარი განცხადებებით ხშირად გამოდის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ”მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკას ირანისთვის ომის გამოცხადების არანაირი გეგმა არ აქვს” – ამბობს გონდროე. ირანს დასავლეთის ქვეყნებთან უთანხმოება აქვს ატომური პროგრამის ირგვლივ. თეირანი აცხადებს, რომ პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. შეერთებული შტატები პრობლემის დიპლომატიური გზებით გადაჭრას ცდილობს - თუმცა არც ამერიკელი, და არც ისრაელის დიპლომატები არ გამორიცხავენ სამხედრო ძალის გამოყენებას, თუკი ამის აუცილებლობა გაჩნდება.
XS
SM
MD
LG