Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექაში გამართულ შეხვედრაზე პალესტინური


მექაში გამართულ შეხვედრაზე პალესტინური დაჯგუფებების -

მექაში გამართულ შეხვედრაზე პალესტინური დაჯგუფებების -
”ჰამასისა” და ”ფატაჰის” - ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პალესტინელთა ტერიტორიაზე ერთიანი მთავრობის ფორმირებას ითვალისწინებს. პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი, და მმართველი ”ჰამასის” პარტიის ლიდერები მექაში ხელისუფლების განაწილებაზე შესათანხმებლად შეიკრიბნენ. ”ჰამასსა” და ”ფატაჰს” შორის ხელისუფლების გადანაწილებაზე შეთანხმების მიღწევას ბევრი პალესტინელთა ტერიტორიებზე ძალადობის შეჩერების ერთადერთ გზად აღიქვამს. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებაში კოალიციური მთავრობის ფორმირების პრინციპებია განსაზღვრული. ამასთან, დოკუმენტი ახალი მთავრობის შემადგენლობის სიას მოიცავს. მაჰმუდ აბასმა მომავალ მთავრობას საერთაშორისო სამართლის, და ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG