Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რამდენიმე ათასმა ეთნიკურმა სერბმა


დღეს რამდენიმე ათასმა ეთნიკურმა სერბმა საპროტესტო დემონსტაცია მოაწყო

დღეს რამდენიმე ათასმა ეთნიკურმა სერბმა საპროტესტო დემონსტაცია მოაწყო
კოსოვოს ოლქის ჩრდილოეთის ქალაქ კოსოვსკა მიტროვიცაში კოსოვოს ოლქის სამომავლო სტატუსის თაობაზე გაეროს წინადადების მიმართ. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “ავტონომიას დიახ, დამოუკიდებლობა არასოდეს!” კოსოვოს ოლქის სამომავლო სტატუსის გარშემო გაეროს შუამავლობით მოლაპარაკება დაიწყება ერთი კვირით გვიან, ვიდრე დაგეგმილი იყო, ანუ 21 თებერვალს სერბიის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის თხოვნით. ტადიჩმა ვადის გადაწევა ითხოვა, რათა სერბიას საშუალება მისცემოდა შეკრებილიყო ახალი პარლამენტი. ამის შესახებ გაეროს წარმომადგენლის მარტი აჰტისაარის მოადგილემ ალბერტ როჰანმა გამოაცხადა. ამ მოლაპარაკებზე განიხილება გაეროს წინადადება ფართო ავტონომია მიენიჭოს კოსოვოს ოლქს, რომელიც სერბიის მადგენლობაშია, მაგრამ ამჟამად გაეროს მიერ იმართება.
დღესვე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება სხვა სეპარატისტული რეგიოებისთვის სახიფათო პრეცედენტი იქნება. (ივანოვის ხმა) “თუკი წარმოვიდგენთ, რომ კოსოვო იღებს დამოუკიდებლობას, მაშინ სხვა ბევრი არაღიარებული ტერიტორიების ხალხები, მათ შორის პოსტ-საბჭოთა სივრცეში, გვეტყვიან, რითი ვართ ჩვენ უარესიო. და არა მარტო პოსტ-საბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ ევროპაში გამოიწვევს ეს ჯაჭვურ რეაქციას, ან სხვაგვარად რომ თქვათ, გავხნით “პანდორას ყუთს”.
ხორვატია და რუმინეთი გაეროს გეგმას მხარს უჭერენ, მათი აზრით, ეს რეგიონის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG