Accessibility links

შეერთებულ შტატებში, სენატორმა ბარაკ ობამამ


შეერთებულ შტატებში, სენატორმა ბარაკ ობამამ, ოფიციალურად გამოაცხადა,

შეერთებულ შტატებში, სენატორმა ბარაკ ობამამ, ოფიციალურად გამოაცხადა,
რომ ეცდება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიისგან ნომინაცია მოიპოვოს. ობამა, რომელიც სენატში ილინოისის შტატს წარმოადგენს, ერაყში ომის დასრულების, და ვაშინგტონში პარტიებს შორის არსებული მწვავე უთანხმოების შერბილების დაპირებებით გამოვიდა: [ობამას ხმა]: ”დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, რათა გამოვაცხადო, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისტზე კანდიდატი ვარ”. ბარაკ ობამა დემოკრატიული პარტიისგან საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის პროცესში სენატორ ჰილარი კლინტონის ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ ითვლება. 45 წლის ობამა ამერიკელი თეთრკანიანი დედის, და კენიელი მამის შვილია. 2008 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ობამა შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იქნება. ობამა მასშტაბურ პოლიტიკურ ფიგურად 2004 წელს, დემოკრატიული პარტიის ეროვნიულ კონგრესზე წარმოთქმულმა ცნობილმა სიტყვამ აქცია.
XS
SM
MD
LG