Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები.


თურქმენეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები.

თურქმენეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები.
ოფიციალური მონაცემებით, მასში ამომრჩეველთა 95-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. რადიო თავისუფლების კორესონდენტების ცნობით, სინამდვილეში ამომრჩეველთა აქტიობა ბევრად უფრო დაბალი იყო, განსაკუთრებით აშხაბადსა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის იბრძვის 6 კანდიდატი. მიმომხილველთა აზრით, გამარჯვებას მოიპოვებს გურბანგული ბერმუხამედოვი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც ამჟამად თურქმენეთის პრეზიდენტის მოვალეობებს ასრულებს. აი, რა თქვა არჩევნების შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ ტურსუნბეკ აკუნმა: "შეიძლებოდა ცვლილებების იმედი გვქონოდა, თუკი არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემდნენ ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც აიძულეს, დაეტოვებინათ ქვეყანა და ემიგრაციაში წასულიყვნენ. მაგრამ თურქმენეთის ლიდერები უკვე თავიდანვე სჩადიან უსამართლობას." ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 14 თებერვლისთვის არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG