Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს მეთაურობით მოქმედი სამხედრო


ავღანეთში ნატოს მეთაურობით მოქმედი სამხედრო კონტინგენტი აცხადებს,

ავღანეთში ნატოს მეთაურობით მოქმედი სამხედრო კონტინგენტი აცხადებს,
რომ ჩაშალა თალიბანის თავდასხმა ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე პროვინცია ჰელმანდში. ნატოს თანახმად, ორშაბათს საღამოს 300-ზე მეტმა ჯარისკაცმა ბრიტანეთიდან და ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიდან კაშხლის უსაფრთხოება უზრუნველყო ნატოს ავიაციისა და ავღანეთის სამთავრობო ჯარების მხარდაჭერით. ორშაბათს ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენს რადიოს განუცხადეს, რომ თალიბანის ასობით მებრძოლმა შემოარტყა ალყა კაშხალს მასზე იერიშის გასახორციელებლად. თალიბანის მებრძოლები კვლავაც აკონტროლებენ ქალაქ მუსა ყალას, რომელიც კაშხლის დასავლეთით მდებარეობს.
XS
SM
MD
LG