Accessibility links

logo-print

ჩრდილო კორეა დათანხმდა დახუროს თავისი


ჩრდილო კორეა დათანხმდა დახუროს თავისი მთავარი ბირთვული რეაქტორი

ჩრდილო კორეა დათანხმდა დახუროს თავისი მთავარი ბირთვული რეაქტორი
და სხვა ბირთვული ობიექტები. პეკინში ექვსმხრივ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჩრდილო კორეა 60 დღის მანძილზე დახურავს იონგბიონის რაექტორის კომპლექსს. სანაცვლოდ კორეა თხევად საწვავს ანდა ეკვივალენტურ ეკონომიკურ დახმარებას მიიღებს. თუკი ფხენიანი განაგრძობს თავისი ბირთვული პოტენციალის დემონტაჟს, იგი დამატებით დახმარებას მიიღებს. ამავე დროს, ჩინეთის წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები ჩრდილო კორეას ამოიღებს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მაღალი შეფასება მისცა მიღწეულ შეთანხმებას. მაგრამ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა აღნიშნა, რომ ამით ჯერ არ დასრულებულა ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის დემონტაჟის მცდელობები.

XS
SM
MD
LG